fbpx
ემიგრაციაპოლიტიკა

საბერძნეთის საზღვრები გამკაცრდება, “ასილო” გაიცემა სწრაფად, ემიგრანტების საცხოვრებელი პირობები გამუჯობესდება

კირიაკოს მიცოტაკის მიერ დღეს გამართულმა შეხვედრებმა შედეგები უკვე გამოიღო. გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული ზომა, რომელსაც ახალი მთავრობა ახლო მომავალში მიიღებს, მთავარი თემა კი, კვლავ მიგრაციის პოლიტიკაა. როგორ უნდა გაუმკლავდეს საბერძნეთი მიგრანტთა მზარდ რაოდენობას და როგორ უნდა მოხდეს ასევე მათი შეკავებაც?!

კერძოდ, მიცოტაკიმ მთავრობის წევრებს დაავალა სწრაფად იმოქმედონ და კონცენტრირება მოახდინონ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე უახლოეს მომავალში:

1. საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტთა საცხოვრებელი პირობები გაცილებით უნდა გაუმჯობესდეს. პრიორიტეტი მიენიჭებათ ბავშვებს, რადგან მათ არ აქვთ განათლების მიღების, ნორმალური კვებისა და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება.

2. გამკაცრდება საბერძნეთის საზღვრები, განსაკუთრებით ეს ეხება საზღვაო საზღვრებს, ასევე ევროპასთან დამაკავშირებელ საზღვრებს. გამოიყოფა დამატებითი სასაზღვრო პოლიცია, რათა ემიგრანტებმა ვერ შეძლონ ქვეყანაში უკანონო გზით შემოღწევა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

3. 2019 წლის ბოლოსთვის “ასილოს” (თავშესაფრის საბუთის) აღების პროცესი გახდება ბევრად მარტივი და ვისაც აღნიშნული დოკუმენტი ეკუთვნის, აიღებს უმოკლეს დროში.

4. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთედება კუნძულ სამოსზე, რთულ მდგომარეობაში მცხოვრებ ემიგრანტებსა და ლტოლვილებზე.

5. ჩამოყალიბდება გარკვეული დირექტივები, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გასაზრდელად.

პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ აღნიშნა, რომ მთავრობა ევროპისგან მხარდაჭერას ელის, ხოლო ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, ავრამოპულოსმა შეხვედრაზე ხაზგასმით თქვა:

“საბერძნეთი არ არის მარტო. დაახლოებით 5 წლის წინ უმძიმეს სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ იქ აღარ ვართ.”

 

onalem

ტესტ