fbpx
ჯანმრთელობა

“მაქსიმალურად დაიცავით თავი კოღოებისგან” – საბერძნეთში ნილოსის ვირუსი ვრცელდება

საბერძნეთის მედიკოსთა ასოციაცია ქვეყანაში ნილოსის ვირუსით დაინფიცირების გაზრდილი რიცხვის შესახებ იუწყება. მათი ცნობებით, მდგომარეობა იმ ეტაპზეა, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს საბერძნეთში ნილოსის ვირუსით 316 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 50 მათგანმა სიცოცხლე ფატალურად დაასრულა. მათი უმრავლესობა ატიკის რეგიონში ფიქსირდებოდა.

ასოციაცია კოღოების მიერ გადამტანი დაავადებების შესახებ გარკვეულ პროგრამებს ახორციელებს, მათ შორის, მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი აღნიშნული მწერისგან:

1) აუცილებლად დააყენეთ სახლში ბადეები, რათა კოღომ შიგნით არ შემოაღწიოს.

2) გამოიყენეთ კონდენციონერი, ვენტილატორი, საწოლის ბადეები.

3) სადაც იცით, რომ განსაკუთრებით ბევრი კოღოა, ეცადეთ სხეული დაფარული გქონდეთ თხელი, თუმცა, გრძელმკლავიანი ტანსაცმლით, ასევე შარვლით.

4) არ შეინახოთ წყალი თავმოხდილ ჭურჭელში.

5) ნუ მორწყავთ ყვავილებს დილის საათებში.

6) გამოიყენეთ ლოსიონები, სპრეი და კოღოს საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებები.

onalem

ტესტ