fbpx
პოლიტიკა

“დღეს ისტორიული სხდომა იყო! საბერძნეთმა პირველად უმასპინძლა სამშობლოსთვის მებრძოლი ხალხის ლიდერს” – კირიაკოს მიცოტაკი

ბერძნული საზოგადოებისა და ოპოზიციის დიდი აღშფოთებისა და ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, მტკიცედ აფიქსირებს უკრაინისადმი მხარდაჭერას და ისტორიულს უწოდებს დღევანდელ პლენარულ სხდომას, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა.

გთავაზობთ მის განცხადებას:

“საბერძნეთის პარლამენტის დღევანდელი სხდომა ნამდვილად ისტორიული იყო, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში პირველად მასპინძლობდა სამშობლოსთვის მებრძოლი ხალხის ლიდერს. ამავე დროს, იცავს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას მთელ ევროპაში. დაჭრილი უკრაინელების ხმას, რომლებიც ჯერ კიდევ ფეხზე დგანან. ალყაში მოქცეულნი, მაგრამ თავისუფალნი!

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადმოგვცა თავისი თანამოქალაქეების მამაცური წინააღმდეგობა მათი ყველაზე ელემენტარული უფლებების დარღვევის მიმართ. მეორეს მხრივ, მან აღწერა დამპყრობლის ბარბაროსობა, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას და ქვეყნის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას. მის სიტყვებში ჟღერდა მილიონობით ადამიანის დევიზი, რომელიც თავისი სიცოცხლის, სახლის, ოჯახისა და მშვიდი და პროგრესული მომავალის იმედისთვის იბრძვის.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ დახმარებისა და მხარდაჭერის შემაძრწუნებელი თხოვნა. დღეს შეიძლება სიბნელეში ვართ, მაგრამ ხვალ მოწამეობრივი მარიუპოლის აღმშენებლობაში ვიქნებით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ბერძნული საზოგადოების დაცვა ჩვენი მოვალეობაა, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის ომი ჩვენ გვეხება. დესპოტიზმი, რომელიც მეზობელ ტერიტორიებზე იჭრება და რევიზიონიზმი, რომელიც აუქმებს საზღვრებს, სწორედ უკრაინის საზღვრებთან უნდა დავამარცხოთ.

ელინიზმმა კარგად იცის თავდასხმები და მუქარები, ვინაიდან კვიპროსის დასახიჩრებით ცხოვრობს აქამდე. მაშასადამე, არ შეეძლო წინააღმდეგობა არ გაეწია უკრაინის ხოცვა-ჟლეტას, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს არ აურჩევია. ის თავის დაცვას ირჩევს და აკეთებს კიდეც.

ამიტომ ათენი მხარს უჭერს თავისუფალ კიევს, თავისი პარალელური ბრძოლით, როგორც ამას მშვიდობის ყველა დედაქალაქი აკეთებს, იმისთვის, რომ არ გავრცელდეს ავტორიტარული პროპაგანდის ტყუილები.

ევროპას მოეთხოვება სწრაფად ჩააქროს ცეცხლი, რომელიც მის გულში რუსეთის რეჟიმმა გააჩინა და ერთად გაუმკლავდეს მის შედეგებს ეკონომიკასა და საზოგადოებაში. იმ საზარელი დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ და საერთაშორისო სამართალი კვლავ უნდა გახდეს ამ კურსის კომპასი. საბერძნეთი ამ გზაზე დადის, საკუთარი ისტორიისა და პრინციპების ერთგული.

სისხლისა და თვითნებობის წინაშე ყველანაირი ყოყმანი დანაშაულია. ჩვენი პასუხი თავისუფლება და დემოკრატიაა, როგორიც უნდა იყოს კითხვა. ამრიგად, ვესალმებით უკრაინელ ხალხს მათი ეროვნული პოეტის, ტარას შევჩენკოს სიტყვებით: “და თქვენ, სულგრძელო გმირებო, ღმერთი არ დაგივიწყებთ. განაგრძეთ ბრძოლა”

onalem

ტესტ