fbpx
პოლიტიკა

“გაფრთხილებთ, მეორე კარანტინი კატასტროფა იქნებოდა, ნუ დავბრუნდებით უკან” – ადონის გეორგიადის

ადონის გეორგიადისმა დღეს ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მინისტრის თქმით, განიხილება საკითხი, რომ ერთი კვირით ადრე გაიხსნას კაფეები და ტავერნები, თუმცა, ეს ყველაფერი მოსახლეობის დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.

“როგორც ვხედავთ საბერძნეთში ვაჭრობა კარგად მიდის. ჯერჯერობით ონლაინ გაყიდვები ფუნაქციონირებს და აქტიურია. არ ველი, რომ ამ წელს ფანტასტიური ბრუნვა გვექნება, მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ ნელ-ნელა, ამ რთული სიტუაციის ფონზე, ყველაფერი დალაგდება.

რაც შეეხება კაფე-ბარების და ტავერნების გახსნას, ეს იდეა ხუთშაბათს განიხილება, როდესაც 10 დღე გავა კარანტინის მოხსნიდან. ვისაუბრებთ პანდემიის გავრცელების მრუდზე და თუ მაჩვენებლები კარგი იქნება, მე პირადად ვიბრძოლებ, რომ ისინი 25 მაისს გახსნას და არა 1 ივნისს.

ჩვენი მიზანია, რომ კაფე-ბარებმა და რესტორნებმა თავიანთი სივრცის 80% შეინარჩუნონ და კლიენტების მაქსიმალური რაოდენობის მიღება შეძლონ, რაშიც დავეხმარებით.

მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე უმთავრესი ადამიანის სიცოცხლეა. ნუ დავბრუნდებით უკან, გაფრთხილებთ, რომ მეორე კარანტინი, კატასტროფა იქნებოდა,” განაცხადა განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა.

გაცნობებთ, რომ კაფე-ბარებსა და ტავერნებში აუცილებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა მაგიდებს შორის და ერთ მაგიდასთან დასაშვები იქნება მხოლოდ 4 ადამიანი. მათ მფლობელებს ექნებათ უფლება გამოიტანონ მაგიდები გარეთ და დაიკავონ გარე ტერიტორია იმისთვის, რომ კლიენტების მეტი რაოდენობის მიღება შეძლონ.

onalem

ტესტ