fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

ბერძენი ქალბატონი, რომელმაც 15 უცხო ბავშვი გაზარდა, რადგან საკუთარი შვილი არ უჩნდებოდა

აგელიკი დერმატი ბერძენი ქალბატონია, რომელსაც 18 შვილი ჰყავს, სამი საკუთარი და დანარჩენი 15 შვილად აყვანილი. მან 53 წლის მანძილზე სრულიად უცხო 15 ბავშვს აჩუქა უდიდესი სიყვარული, მისცა როგორც მატერიალური საჭიროებები, ასევე მთავარი ღირებულებები.

ქალბატონი აგელიკი 15 წლის მანძილზე ცდილობდა დაფეხმძიმებას, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე მასა და მის მეუღლეს შვილი არ უჩნდებოდათ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ათენის საავადმყოფოდან გოგონა შვილად აეყვანათ.

პატარა მათთან იზრდებოდა და უკვე საბავშვო ბაღში დადიოდა, როდესაც მისი შვილად აყვანის პროცესი ოფიციალურად წამოიწყეს, თუმცა, აგელიკი სწორედ მაშინ დაფეხმძიმდა და სისრულეში ვერ მოიყვანეს, ვინაიდან მაშინ არსებული კანონის მიხედვით, ოჯახს, რომელსაც უკვე ჰყავდა საკუთარი შვილი, სხვა ბავშვის შვილად აყვანა არ შეეძლო. ამრიგად, გოგონა მათგან წაიყვანეს.

ქალბატონი აგელიკი ჩუმად მიდიოდა ყველგან, სადაც მისი გაზრდილი გოგონა დადიოდა, ბაღსა თუ სკოლაში და უყურებდა, თუ რას აკეთებდა, როგორ გამოიყურებოდა და ასე შემდეგ. ის დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდა ბავშვისგან შორს ყოფნით და სწორედ მაშინ მიხვდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სხვადასხცა დაწესებულებებიდან სახლში მიჰყავთ და ზრდიან, სანამ ეს მათ გადაუდებლად სჭირდებათ. ცოლ-ქმარი სახლში იღებდა ბავშვების დედებსაც კი, თუკი ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.

ამრიგად, ბოლო 53 წლის მანძილზე ქალბატონმა აგელიკიმ გაჭირვებაში მყოფ 15 ბავშვს უმასპინძლა, ხოლო პირველ გოგონას, რომლის შვილად აყვანაც უნდოდა, ახლა უკვე საკუთარი ოჯახი ჰყავს და მუდმივ კონტაქტზეა გამზრდელ დედასთან. ის მისი ნათლულიც გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი სიკეთით აღსავსე ქალს მას შემდეგ კიდევ ორი საკუთარი შვილი გაუჩნდა.

onalem

ტესტ