fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი 15 ივნისიდან ევროკავშირთან ფრენების აღდგენის ინიციატივას გამოთქვამს!

საბერძნეთის მთავრობა ცდილობს მსუბუქად და შეუფერხებლად დაუბრუნდეს ევროკავშირის მასშტაბით საჰაერო გადაადგილებას და ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ გაზეთი Politico წერს და ციტირებს, თუ რას ითხოვს ათენი ევროკავშირის მიმართ გაგზავნილ წერილში.

“ჩვენი მიზანია, რომ ევროკავშირთან საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ 15 ივნისისთვის, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. გვსურს თანაბარი მოპყრობა ყველა მგზავრის მიმართ, პროტოკოლის გათვალისწინებით. არ იარსებებს შანსი, რომ რომელიმე ქვეყნის მოქალაქე საბერძნეთში კარანტინში ან რაიმე შემაკავებელ პირობებში აღმოჩნდეს.

ჩვენ არ ვხსნით საზღვრებს მთლიანად. გასაგები უნდა იყოს, რომ იქნება მგზავრების მკაცრი კონტროლი და ტესტი გაკეთებულ უნდა იქნას გამომგზავრებამდე სამი დღით ადრე.”

ამრიგად, ევროკავშირს საბერძნეთმა გაუგზავნა მიმართვა, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან მიმოსვლა 15 ივნისიდან აღდგეს, ხოლო ტურისტების ჩამოსასვლელად მოქმედებაში შევიდეს “ჯანმრთელობის პასპორტის” ინიციატივა.

ასევე, გაიყიდება ყველა ადგილი და ფრენები განხორციელდება სავსე თვითმფრინავებით, რათა ავიაკომპანიებმა წაგებაზე არ იმუშაონ.

onalem

ტესტ