fbpx
საზოგადოება

“13 წლის ასაკში ჩემს გოგონებს მეტეორაზე, მონასტერში გამოვკეტავ – ანტონის სროიტერი

ანტონის სროიტერი საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჟურნალისტია და პროფესიის მიღმა ულამაზესი ოჯახი ჰყავს. ის ორი შვილის მამაა და მათი მომავლის გარკვეული ნაწილი უკვე დაგეგმილიც კი აქვს.

ჟურნალისტმა ელეონორა მელეტის გადაცემაში ისაუბრა, თუ როგორი მკაცრი მამაა და როგორ ეწინააღმდეგება თანამედროვე მიდგომებს:

“ჩემს გოგონებთან ერთად არ ვთამაშობ თოჯინებით. ვთამაშობთ კარატეს, ბურთით და როლები ცოტა არეულია. მე არ ვარ მამა, რომელიც დივანზე წამოწვება, გავდივარ გარეთ, რომ ვითამაშოთ. 

მე იმ მამების რიგს მივეკუთვნები, რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთი შვილები 13 წლის ასაკში მონასტერში უნდა გამოკეტონ. ვხედავ, რომ სკოლებში ბევრი შემაშფოთებელი რამ ხდება. ასაკობრივი ზღვარი დაბლაა დაცემული. ამიტომ მონასტერი უკვე მზად არის. ძალიან ეჭვიანი და მკაცრი ვიქნები მათთან ფლირტის მსურველების მიმართ.

ვისმენ ასეთ რამეებს: “შენი შვილის მეგობარი სახლში უნდა მოიყვანო, რომ ახლოს გყავდეს”, “რომ მეგობრები გახდეთ”, მე კი ვამბობ: “რა არის ეს?!” არც კი ვიცი, რა ვთქვა. მეტეორა ისევ საუკეთესო გამოსავლად რჩება ჩემთვის. ამ მომენტისთვის, როდესაც ჩემი გოგონები ძალიან პატარები არიან, მე ბევრად მკაცრი ვარ მათთან, ვიდრე მათი დედა,” ამბობს სროიტერი.

onalem

ტესტ