fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“მე არ ვიცი რა არის შვებულება, არ ვიცი რა არის დასვენების დღე” – ბერძენი ექიმი, რომელიც ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა

ანარგიროს მარიოლისი ბერძენი ექიმია, რომელსაც 2019 წლის საუკეთესო ოჯახის ექიმის წოდება მიენიჭა. ის არის არა მხოლოდ საქმის პროფესიონალი, არამედ უაღრესად თავმდაბალი და გულისხმიერი ადამიანი, რომლის ცხოვრების მთავარი მიზანიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. როგორც ცნობილია, მისთის პრიზის გადაცემა სწორედ პაციენტებმა მოითხოვეს.

“ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ხალხს სურდა. ის ამას იმსახურებდა, რადგან საქმეს უკვე 20 წელია პირნათლად ემსახურება.”

“არ ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ძალიან რთულია, როდესაც იზოლირებულ ადგილას ცხოვრობ ან მოხუცი ან ბავშვი ხარ და გადაადგილება არ შეგიძლია, რომ ექიმთან მიხვიდე,” ამბობს მარიოლისი, რომელიც დადის იმ ოჯახებშიც, რომლებსაც ტრანსპორტირების საშუალება არ აქვთ.

“მე არ ვიცი რა არის შვებულება, რა არის დასვენების დღე, რადგან არ შეიძლება მიატოვო ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ შენი იმედი აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს შენ ისვენებ.”

ანარგიროს მარიოლისი ამჟამად მანიში მოღვაწეობს.

onalem

ტესტ