fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ბერძენი კაცი გარდაცვლილი დედის პენსიას 6 წლის მანძილზე თავად იღებდა

ბერძენი ქალი, რომელიც პენსიონერი იყო, 2006 წლის აპრილში გარდაიცვალა. მისი ვაჟი კი სასამართლომ თაღლითობის და თანხის მიტაცების ბრალდებით გაასამართლა, რადგან ის მთლიანი 6 წლის მანძილზე საკუთარი გარდაცვლილი დედის პენსიას იღებდა.

მამაკაცი როდოსზე, კოსკინუს ტერიტორიაზე ცხოვრობს და სახელმწიფოსთვის არ განუცხადებია დედის გარდაცვალების შესახებ სწორედ იმის გამო, რომ მისი პენსის აღება შესძლებოდა. საერთო ჯამში მან 2012 წლის ჩათვლით 69.871 ევრო მიითვისა.

დამნაშავე აცხადებს, რომ დედის პენსიის ნაწილს მანამდეც იღებდა, ქალი კი მომვლელთან ერთად სხვა სახლში ცხოვრობდა და ეს ყველაფერი უბრალოდ ყურადღების მიღმა დარჩა.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ მისი მტკიცებულებები უარყო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

onalem

ტესტ