fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალი, რომელმაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, 60 წლის ასაკში, ტყუპები გააჩინა

ხარისტულა კარიოტის ამბავმა, რომელიც ამჟამად 83 წლის არის, მხოლოდ საბერძნეთი კი არა, მთელი მსოფლიო  მოიარა და ჟურნალისტების დიდი ყურადღება მიიპყრო. ის არის ქალბატონი, რომელმაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, 60 წლის ასაკში შეძლო ცხოვრების მთავარი ოცნების ასრულება, რომ გამხდარიყო დედა.

მან გაზეთ Ροδιακή-სთან ისაუბრა. კარიოტიმ შეძლო, რომ 60 წლის ასაკში გაეჩინა და გაეზარდა ტყუპი ბიჭები, ამავე დროს გამკლავებოდა ოჯახის საქმეებს და სასოფლო მეურნეობას.

მისი მეუღლე აცხადებს, რომ ხარისტულა არის ისეთი პატიოსანი და მშრომელი ადამიანი, რომლისნაირიც მეორე, უბრალოდ, არ არსებობს. ის უდიდესი პატივისცემით არის განწყობილი მეუღლის მიმართ.

როგორც ქალბატონი ამბობს, დაფეხმძიმებას მინიმუმ 20 წლის მანძილზე ცდილობდა და დადიოდა უამრავ ექიმთან. წლები გადიოდა და ისინი ეუბნებოდნენ, რომ უკვე ძალიან დიდი იყო და ჯობდა თავისი ცხოვრებით დამტკბარიყო, რადგან ბავშვს ვერ გააჩენდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 60 წლის ასაკში ხარისტულამ ინ ვიტრო, ანუ ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით, პირველივე ჯერზე შეძლო, რომ სამ ტყუპზე დაფეხმძიმებულიყო, თუმცა, საბოლოოდ ქვეყანას ორი მათგანი, ნიკოლა და ანგელო მოავლინა. სამწუხაროდ, ექიმები იძულებულები გახდნენ, რომ ერთი მათგანი, ფეხმძიმობის ნორმალურად განვითარებისთვის, დედისთვის უნდა მოეშორებინათ.

ინტერვიუში ქალი აღნიშნავს, რომ გარშემომყოფები ამ ყველაფერს კრიტიკული თვალით უყურებდნენ, ამბობდნენ, თუ როდის უნდა მოევლო და გაეზარდა ისინი, ვინაიდან თავადაც ასაკში იყო. თუმცა, როდესაც ათენში ექიმებმა გასინჯეს, უთხრეს, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და რომ გინეკოლოგიურად იდეალური მდგომაროება ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დედად გახდომის ოცნება ხელოვნური განაყოფიერების გზით აეხდინა და ამან გაამართლა კიდეც…

ახლა ბიჭები 23 წლისები არიან და მედიასთან ფოტოების გადაღებაზე უარი განაცხადეს, თუმცა, გთავაზობთ ძველ კადრებს.

როგორც გაირკვა, იანისი ჟურნალისტიკის სკოლაში, ხოლო ნიკოლა ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს.

onalem

ტესტ