fbpx
საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში შესულმა მამაკაცმა კარანტინი დაარღვია და ტაქსის მართავდა

გავრცელებული ინფორმაციით, კატერინში 23 წლის მამაკაცი კარანტინის დარღვევისთვის დააკავეს და ამავე დროს, 5.000 ევროთი დააჯარიმეს.

როგორც ირკვევა, ის კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში იყო შესული და ამის გამო მოუწია, რომ შიდაიზოლაციაში გადასულიყო, ვინაიდან, ისიც ითვლებოდა, როგორც სავარაუდო ინფიცირებული.

მიუხედავად ყველაფრისა, როცა პოლიციის ოფიცრები მის სახლში შესაწმოწმებლად მივიდნენ, იქ არ დახვდათ და მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ საკუთარი მამის ტაქსის მანქანას მართავდა.

23 წლის მამაკაცს 5.000 ევროს გადახდა მოუწევს, საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გამო.

onalem

ტესტ