fbpx
საზოგადოება

ბურთი, რომელმაც ივანს 19 საათი წყალში გააძლებინა, კუნძულ ლიმნოსიდან 30 ივნისს დაიკარგა

ხალკიდიკიში გაუჩინარებულ მესამე ახალგაზრდას სანაპირო დაცვა ამ დრომდე ეძებს. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება შანსი, რომ მას უვნებელს მიაგნებენ, ისე, როგორც მის ორ მეგობარს. როგორც უკვე  ცნობილია, 30 წლის ივანი, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, წყალში 19 საათის მანძილზე იმყოფებოდა და საბოლოოდ, ცოცხალს მიაგნეს. მისი გადარჩენის მიზეზი ბურთი გახდა, რომელიც მან ზღვაში სრულიად შემთხვევით იპოვა.

ამ ყველაფერს შეიძლება სასწაულიც კი ეწოდოს, რადგან როგორც ივანი თავად ამბობს, ბურთი ნახევრად დაჩუტული იყო, მაგრამ მაინც დაეხმარა, რომ თავი წყლის ზედაპირზე შეენარჩუნებინა და ფაქტობრივად, სწორედ ამან გადაარჩინა. გასაოცარია, მაგრამ ეს კონკრეტული ბურთი კუნძულ ლიმნოსიდან 30 ივნისს დაიკარგა და ივანს ხალკიდიკიში შეხვდა.

როგორც მედია იუწყება, კუნძულის ერთ-ერთ სანაპიროზე ბურთი მცირეწლოვანმა და-ძმამ დაკარგა, სადაც ისინი მშობლებთან ერთად იყვნენ წასულები. ბავშვები წყალში თამაშობდნენ, თუმცა, რაღაც მომენტში ბურთი დინებამ წაიღო და მისი გამოტანა აღარ უცდიათ. როდესაც ბავშვების დედამ ხალკიდიკიში მომხდარი ამბავი შეიტყო და შემდეგ კადრები ნახა, მიხვდა, რომ ეს სწორედ მათი დაკარგული ბურთი იყო.

 

onalem

ტესტ