fbpx
საზოგადოება

კორონა ვირუსის ახალი საფრთხეები – აუცილებელი ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრებთათვის!

კორონა ვირუსთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია ახალ მითითებებს იძლევა. თუმცა, ამჯერად ეს ეხება არა თავად ვირუსს და კონკრეტულად მასთან შესაბამის ინსტრუქციებს, არამედ სრულიად წარმოუდგენელ ფაქტებს, რომელთა შესახებაც ბოლო დღეებში უამრავი საჩივარი შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლიღები იყენებენ კორონა ვირუსის სახელს და სახლებში დადიან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც ვითომდა მოსახლეობა უნდა შეამოწმონ და მითითებები მისცენ.

რამდენიმე მსგავსი საჩივარი შევიდა ირაკლიოს განყოფილებაში, რის შემდეგაც პოლიციამ ხალხის ინფორმირება დაიწყო ყველგან. როგორც ირკვევა, მძარცველები ძირითადად მოხუცების სახლებში შეღწევას ამ გზით ცდილობენ.

სამართალდამცველები ხაზგასმით აცხადებენ, რომ არ არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული არანაირი პროგრამა, რომელიც სახლებში სიარულს და კორონა ვირუსზე ხალხის შემოწმებას ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით იფრთხილონ მოხუცებმა, რომლებიც მარტო ცხოვრობენ ან მათ, ვინც მოხუცებს უვლიან და მათთან ერთად ცხოვრობენ.

როგორც ცნობილია, ხანდაზმული პირები ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რის გამოც, შესაძლოა სრულიად დამაჯერებლად ჟღერდეს მათთვის შემოწმების ჩატარება და თაღლითებს კარი გაუღოთ, შედეგად კი ძარცვისა და ძალადობის მსხვერპლი გახდეთ.

onalem

ტესტ