fbpx
საბერძნეთი

დღეს დიდი ფასდაკლებების პრემიერა საბერძნეთში – რომელ კვირა დღეს იქნება მაღაზიები ღია?!

დღეს, 11 ივლისს, საბერძნეთში გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები დაიწყო. როგორც ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი იუწყება, წლევანდელი ფასდაკლებები საკმაოდ მიმზიდველი იქნება მოსახლეობისთვის, რადგან ფასები საგრძნობლად დაიკლებს.

სხვადასხვა მაღაზიებში ფასდაკლებები 30%-დან 50%-მდე იქნება მინიმუმ, ხოლო ზოგან 70%-საც კი მიაღწევს. ამასთანავე, მაღაზიები ღია იქნება კვირას, 17 ივლისსაც და იმუშავებენ დილის 11:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე.

ფასდაკლებები, ზოგადად, მოიცავს 11 ივლისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს და ამ თარიღს მოუთმენლად ელოდა როგორც მომხმარებელი, ასევე ბიზნესი, ამ დროისთვის არსებული კრიზისის ფონზე.

onalem

ტესტ