fbpx
საზოგადოება

ორიგინალური ქორწილი სპარტიში, სადაც სიძე კატაფალკით მივიდა (ვიდეო)

სპარტიში ახალგაზრდა მამაკაცმა ორიგინალური და საკმაოდ უცნაური გზა მოძებნა საკუთარ ქორწილში მისასვლელად. შეიძლება ბევრი ოცნებობს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, ცერემონიაზე ლამაზად მორთული ეტლით ან ძვირადღირებული ლიმუზინით მივიდეს, მაგრამ მან არჩევანი კატაფალკაზე შეაჩერა.

როგორც ირკვევა, ის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროსთან თანამშრომლობს, რის გამოც მიცვალებულის გადასასვენებელ მანქანაში ჩაჯდა და ასე მივიდა ქორწილში, შემდეგ კი, მომავალ მეუღლესთან ერთად ფოტოებიც გადაიღო მის ფონზე.

აღსანიშნავია, რომ თავად პატარძალი ცალკე, ჯიპით მიჰყვებოდა მათ.

onalem

ტესტ