fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“კარელიას” თანამშრომლები საახალწლოდ კიდევ ერთხელ უხვად დასაჩუქრდნენ

ცნობილი თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობა ცნობილია თავისი ხელგაშლილობით, რომელსაც თანამშრომლების მიმართ ყოველ წელს იჩენს. გამონაკლისი არც წლევანდელი დღესასწაულები ყოფილა და ანდრეას კარელიასმა თავისი კომპანიის თანამშრომლებს განუცხადა:

– სადღესასწაულო მაგიდისთვის კომპანიის თითოეული დასაქმებული მიიღებს 200 ევროს.

– ისინი, ვისაც სამსახური 1 დღითაც კი არ გაუცდენიათ, ბონუსების სახით მიიღებენ 850 ევროს. გასულ წელს მსგავსი სახის ბონუსი თანამშრომელთა 83%-მა მიიღო.

– თითოეულ თანამშრომელს, რომლის შვილის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, გადაეცემა 1, 500 ევრო.

– თოთოეული თანამშრომელი, რომლის შვილმაც 2017 წელს სახელმწიფო დაწესებულებაში ჩააბარა, მიიღებს 500 ევროს.

– თითოეული თანამშრომლის შვილს, უმაღლესი სასწავლებლიდან დაურიგდება Apple-ს ლეპტოპი.

– კომპანიის ყველა თანამშრომელი, რომლის ხელფასიც თვეში 2, 500 ევროზე ნაკლები იყო, მიიღებს დამატებით 1, 300 ევროს. ის თანამშრომლები, რომელთა თვიური ხელფასიც 1, 700 ევროზე ნაკლებია, მიიღებენ 1, 500 ევროს. ხოლო ისინი, ვისი ხელფასიც თვეში 1, 200 ევროზე მეტია და ჰყავთ შვილები, მიიღებენ 450 ევროს, თითოეულ ბავშვზე.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კომპანია კარელია ყოველ წელს ფარავს სხვადასხვა დაწესებულებების, არასამათავრობო ორგანიზაციების გადასახადებს და წელს მათთვის გამოყოფილი თანხა 500,000 ევრომდე გაიზარდა:

1) საბავშვო ბაღები – 75, 000 ევრო.

2) სპეციალური საჭირობების მქონე ბავშვების ინსიტუტი მესინიაში – 75, 000 ევრო.

3) ბავშვთა დახმარების ცენტრი კალამატაში – 75, 000 ევრო.

4) პედიატრიული კლინიკა კალამატაში – 50, 000 ევრო.

5) ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” – 150, 000 ევრო.

6) სპეციალური საჭირობების მქონე ჯარიკაცების, აუტიზმის მქონე პირების ინსტიტუტი მესინიაში – 75, 000 ევრო.

onalem

ტესტ