fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ხელფასები კიდევ გაიზრდება – რას ამბობს შრომის მინისტრი, კოსტის ხაძიდაკი?!

საბერძნეთის შრომის მინისტრი, კოსტის ხაძიდაკი აცხადებს, რომ სახელმწიფო გააძლიერებს მუშაობას, რომ კიდევ უფრო დაეხმაროს მოქალაქეებს მომდევნო თვეებში და მთავრობა ამისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

“სრულიად გულწრფელად ვსაუბრობ და არ ვმალავ იმ სირთულეებს, რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოში არსებობს, ენერგეტიკული კრიზისისა და არსებული სხვა პირობების გამო. მაგრამ პარალელურად, გატარდება რეფორმები სამინისტროებში და ვიმუშავებთ აღდგენაზე.

ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს. ვერცერთი ქვეყანა ვერ გაექცევა საერთაშორისო კრიზისის შედეგებს, ამას მხოლოდ ჯადოქრები და სასწაულმოქმედები აკეთებენ და ჩვენ მსგავს როლებზე პრეტენზიები არ გვაქვს. არ გვსურს, რომ გავწიოთ დაუფიქრებელი შეღავათები და შემდეგ წინ დაგვხვდეს ეს ყველაფერი, ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში არ გვინდა, რომ გულგრილნი დავრჩეთ სოციალური პრობლემების მიმართ.

საბერძნეთში მინიმალური ხელფასი კიდევ გაიზრდება და ეს მოხდება 2023 წლისთვის,” აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ მიცოტაკის გადაწყვეტილებით საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 1 მაისიდან 663 ევროდან 713 ევრომდე გაიზრდა, ახლა კი, მთავრობა გეგმავს, რომ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნოს და მომდევნო წლისთვის კიდევ მოამატოს გარკვეული თანხა.

ცხადია, მინიმალური ხელფასის ზღვარი ეკუთვნის მას, ვინც ოფიციალურად 8 საათიან სამსახურში ფორმდება.

onalem

ტესტ