fbpx
საბერძნეთი

“სამივე ბავშვის სიკვდილი ჩვენთვის ამოუხსნელი საიდუმლოა” – პროკურორის ჩარევა პატრაში გარდაცვლილი ბავშვების საქმეში

პატრაში სამი დის გარდაცვალების საქმეში პროკურატურა ჩაერია და გამოძიება მიმდინარეობს. როგორც უკვე ცნობილია, სამი მცირეწლოვანი სამი წლის მანძილზე დაიღუპა და ეს ყველაფერი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას უკავშირდება.

“ჩვენთვის სამივე ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამოუხსნელი საიდუმლოა. გვაქვს სამი განსხვავებული ისტორია, სამი სხვადასხვა ადამიანი და ერთნაირი დასასრული. ბავშვები მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან და იღუპებიან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების არსებობის გარეშე,” ამბობს პატრას სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი.

როგორც ირკვევა, ბავშვები ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ საავადმყოფოებში, პატრასა და ათენში და პერსონალმა თავი არ დაზოგა მათ გადასარჩენად. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მეცნიერული ახსნა და დასკვნა, რომელიც ზუსტად ასახავს რა მოხდა.

ამ ეტაპისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბოლოს გარდაცვლილი 9 წლის ჯორჯინას ამბავი, რომელიც დებს შორის ყველაზე დიდი იყო და ბოლომ მიატოვა დედ-მამა. იმედოვნებენ, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხები ოჯახისა და ექიმების კითხვებს პასუხებს გასცემს.

onalem

ტესტ