fbpx
საბერძნეთი

ათენი: ქალმა ომონიაზე გააცნობიერა, რომ სინდაღმის მეტროში ბავშვი დარჩა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენის მეტროსადგურში მოხდა. ახალგაზრდა ქალს სინდაღმის სადგურში დარჩა ეტლი, რომელშიც მისი მცირეწლოვანი ბავშვი იწვა, თუმცა, ეს ფაქტი ვერ გააცნობიერა.

როგორც ირკვევა, ამის შესახებ მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც ომონიამდე მივიდა და სადგურში განცხადება მოისმინა, რომ სინდაღმაზე ბავშვი იპოვეს, თავისი ეტლით. ქალმა გააცნობიერა, რომ ბავშვი გვერდით არ ჰყავდა და სწორედ მას დაავიწყდა მისი წამოყვანა.

ცხადია, მაშინვე მიმართა სადგურის თანამშრომლებს და სინდაღმის სადგურისკენ გაემართა შვილის მოსაძებნად.

არსებული ინფორმაციით, ყოველწლიურად ათენის საერთაშორისო აეროპორტში თანამშრომლები 7.000-დან 8.000-მდე ნივთს პოულობენ, ხოლო პორტებსა და საჯარო ტრანსპორტის ვაგონებში 4.500-დან 5.000-მდე დაკარგულ ნივთს.

 

onalem

ტესტ