fbpx
საბერძნეთი

“მოსახლეობას დავუფარავთ საყიდლების ხარჯის 10%-ს, რათა ვაჩვენოთ მხარდაჭერა, სანამ საერთაშორისო კრიზისიდან გამოვალთ” – კირიაკოს მიცოტაკის

კირიაკოს მიცოტაკიმ მინისტრთა სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავრობის მიერ მიღებულ ზომაზე, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საკვებში დახარჯული თანხის ნაწილის ანაზღაურებას, კონკრეტულად საუბარია 10%-ზე.

“ახალი რეგულაცია ითვალისწინებს ბერძნული ოჯახებისთვის საყიდლების ხარჯების 10%-ის დაფარვას. ეს ნაბიჯი აჩვენებს მთავრობის მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭიროს საშუალო ფენას, ვიდრე ამ საერთაშორისო კრიზისიდან გამოვალთ.

მოვისმინე ბევრი სხვადასხვა კომენტარი ამ ზომასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, რომ სუბსიდირება ეწოდოს ზომას, რომელიც ეხება ოჯახების 85%-ს. ეს არ უნდა შევადაროთ კრიზისების დროს არსებულ დროებით ღონისძიებებს ან წინასაარჩევნო საჩუქრებს. ეს არის მემარცხენეების არასერიოზული მიდგომა, რომელიც მიჩვეულები არიან ხიზილალას,” აცხადებს პრემიერი.

მიცოტაკიმ ასევე ისაუბრა საბერძნეთის ციფრულ სისტემაზე გადასვლაზე და აღნიშნა, რომ ციფრული ტრანზაქციების რაოდენობა 500-დან 1,500-მდე გაიზარდა, ასევე ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ციფრული გახდა ჯანდაცვასთან დაკავშირებული სისტემაც.

საბერძნეთის პრემიერმა მინისტრებს ძალების მოკრება სთხოვა, რათა 2023 წლისთვის მათი მუშაობა გაცილებით ეფექტური გახდეს, ქვეყნის სტაბილური განვითარების ტემპის დასაჩქარებლად.

onalem

ტესტ