fbpx
საზოგადოება

ოჯახური ტრაგედია თესალონიკში: 29 წლის ბიჭმა საკუთარი დედა სამზარეულოს დანით მოკლა

თესალონიკიდან გავრცელებულმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. როგორც ირკვევა, 29 წლის ბიჭმა საკუთარი დედა სამზარეულოს დანით მოკლა კალამარიაში, საკუთარ ბინაში. მეზობლებმა ჩხუბის ხმა გაიგეს, თუმცა, თავიდან ვერ წარმოიდგინეს, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, ვინაიდან ოჯახი მათთვის სანიმუშო იყო. მოგვიანებით კი, როდესაც პოლიცია გამოიძახეს, ქალი ბინაში მოკლული იპოვეს, ხოლო 29 წლის ბიჭი მის გვერდით, სავარძელში იჯდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები ამბობენ, ადგილზე არსებული სურათი შოკისმომგვრელი იყო. ქალს დაზიანებები მიყენებული ჰქონდა მთელ სხეულსა და სახეზე, ცხედარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ რთული იყო იმის გარკვევაც კი, თუ რისგან იყო ჭრილობები გამოწვეული. 29 წლის ბიჭმა სავარაუდოდ სხვა საგანიც გამოიყენა მისთვის დაზიანებების მისაყენებლად და ასევე, ხელებითაც ურტყამდა.

დამნაშავე ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი, როგორც მეზობლები ამბობენ, ის ბოლო პერიოდში სხვა ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ დედა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ და მუდმივად აკითხავდა. 29 წლის ბიჭი გარკვეულ ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა.

onalem

ტესტ