fbpx
საბერძნეთი

ევა კაილის კუნძულ პაროსზე დაუყადაღეს მიწა, რომელზეც 280 კვადრატული მეტრი ვილა უნდა აშენებულიყო

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის ქონება კუნძულ პაროსზე საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ორგანოს გადაწყვეტილებით დაყადაღდა. საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელიც კაილიმ მეუღლესთან ერთად შეიძინა.

ამას გარდა, გაიყინა ის ანგარიშიც, რომელიც ევა კაილისა და ფრანჩესკო ჯორჯის ერთობბლივად ეკუთვნით და ირიცხება თანხა, რომლიდანაც წყვილმა მიწის აღნიშნული ნაკვეთი შეიძინა.

კაილის ადვოკატის, მიხალის დიმიტრაკოპულუს განცხადებით, კუნძულ პაროსზე უძრავი ქონების შეძენა განხორციელდა ლეგალურად და თანხები, რომლებიც გადახდილი იყო, აბსოლუტურად შეესაბამება მის სამსახურეობრივ შემოსავალს.

საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელიც ისტერნის დასახლების ზღვარზე მდებარეობს, სანაპიროდან დაახლოებით 600 მეტრში, კუნძულ ნაქსოს ხედით. როგორც არქიტექტორი აცხადებს, აქ დაგეგმილი იყო 280 კვადრატული მეტრი ვილის აშენება, რომელიც ზაფხულის გასატარებლად იქნებოდა განკუთვნილი.

როგორც ცნობილი გახდა, ევა კაილი შოკურ მდგომარეობაშია და გრძნობს, რომ საკუთარმა მეუღლემ დააღალატა. გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა ის ციხეში, საღამოსთვის გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ