fbpx
საზოგადოება

“ამის შემდეგ, მე მზად ვარ, დავუპირისპირდე ყველაფერს, რასაც ბედი მიმზადებს, იმედს არ ვკარგავ” – ქ-ნ ნათელა ალექსის შესახებ

აგელიკი ნიკოლულის გადაცემაში კიდევ ერთხელ ისაუბრა ქ-ნ ნათელას ადვოკატმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ახალი ხელჩასაჭიდები, საფუძვლიანი მიზეზი იმისთვის, რომ კონკრეტულ ადგილას ჩატარდეს განმეორებითი გამოძიება. საზოგადოება დღემდე შოკირებულია 11 წლის ალექსის მიმართ გამოჩენილი სისასტიკით და ამავე დროს, გაოგნებულია ქ-ნ ნათელას სიძლიერით, სულის სიმტკიცით, რომელიც 16 წელია არ გაჩერებულა, არ დაუკარგავს იმედი, რომ შვილის ცხედარს იპოვის.

“პოლიციას აქვს ინფორმაცია ერთი კონკრეტული ადგილის შესახებ, სადაც უნდა ჩატარდეს გამოძიება. დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ ეს საქმე, თქვენი წვლილით, საბოლოოდ გაიხსნება,” აცხადებს მანოლის ანასტასაკი.

რაც შეეხება ქ-ნ ნათელას, ის აცხადებს, რომ არ აპირებს დანებებას, რადგან ეს “მახინჯი თავსატეხი” უნდა ამოიხსნას:

“ზოგჯერ ათწლეულები სჭირდება, რომ სიმართლე გავიგოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიგოთ რა მოხდა, რადგან გადავჭრათ ეს მახინჯი თავსატეხი და საზოგადოებას ნაკლები უპასუხო კითხვა ჰქონდეს. ვერ დავანებებ თავს! დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რომ რაიმე შედეგზე გავსულიყავით, ამის შემდეგ, მე მზად ვარ, დავუპირისპირდე ყველაფერს, რასაც ბედი მიმზადებს. რასაც ახლა ველოდებით, დამატებითი გამოძიების ჩატარებაა,” ამბობს ის.

ალექსი 2006 წლის 3 თებერვალს გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც 11-დან 13 წლამდე ბიჭებისგან სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.

onalem

ტესტ