fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პორტში ფურგონიდან 700 კგ “ზღვის კიტრი” ამოიღეს – დელიკატესი, რომლის ფასიც კილოგრამზე 1,100 ევროა

გავრცელებული ინფორმაციით, ანონიმური საჩივრის შესვლის შემდეგ საბერძნეთის, კერძოდ, კილინის პორტიდან პოლიციამ 700 კგ
“ზღვის კიტრი” ამოიღო. ძვირადღირებული დელიკატესი კეფალონიიდან კილინისკენ მომავალ სატვირთოში იპოვეს და ამ დროისთვის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას, არის ეს ცალკეული შემთხვევა, თუ საქმე რაიმე დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან გვაქვს.

შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ “ზღვის კიტრი” არის ძალიან ძვირი სიამოვნება და მასზე განსაკუთრებული მოთხოვნაა აზიის ქვეყნებში. აღნიშნული დელიკატესის მოპოვება, როგორც ასეთი, არ არის უკანონობა, მაგრამ სატვირთოში აღმოჩენილი შეფუთვები არ აკმაყოფილებს კონკრეტულ სტანდარტებს, ლაბორატორიულ შემოწმება არ აქვს გავლილი და თავად შეფუთვის ფორმაც არ არის შესაბამისი იმისთვის, რომ განხორციელდეს ექსპორტი.

ერთი კგ “ზღვის კიტრის” ღირებულება 1,100 ევროს უდრის, ხოლო ამოღებული შეფუთვები ჯამში 1 მილიონ ევრომდე ღირებულების არის.

როგორც ირკვევა, საბერძნეთის ტერიტორიაზე მოპოვებული აღნიშნული პროდუქტი ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიანად ითვლება მთელ მსოფლიოში.

 

onalem

ტესტ