fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ატიკა: 66 წლის ექიმი ქრთამის აღების ფაქტზე დააპატიმრეს

საბერძნეთის პოლიციაში შევიდა საჩივარი, რომლის მიხედვითაც, ატიკის ერთ-ერთ საჯარო საავადმყოფოში ექიმი ქირურგიული ოპერაციისთვის 41 წლის ქალს, ქრთამის სახით, 500 ევროს სთხოვდა.

როგორც ცნობილია, დილით ექიმს თანხა 41 წლის ქალის ნათესავმა მიუტანა, რომელსაც მასთან შეხვედრა დანიშნული ჰქონდა.

იმ მომენტში, როდესაც თანხა ექიმს გადასცა, სიტუაციაში მაშინვე პოლიცია ჩაერია და ექიმი ქრთამის აღების ფაქტზე დააპტიმრეს.

პოლიციამ მას აღმოუჩინა კონვერტი, რომელშიც თანხა იყო მოთავსებული.

ექიმი ათენის სასამართლოს პირველ ინსტანციაში გადაიყვანეს.

საბერძნეთის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თუკი მსგავსი შემთხვევების შესახებ ექნებათ ინფორმაცია, 24 საათის რეჟიმში შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:  210-8779700 ან 10301.

onalem

ტესტ