fbpx
საზოგადოება

“ჯერ არ აქვს გაცნობიერებული, რომ დედა მოკლა, ძალიან უყვარდა ის” – თესალონიკში 29 წლის მამაკაცი მანამდე იმუქრებოდა, რომ საკუთარ თავს ავნებდა

“ჩვენ გვყავს ერთი გარდაცვლილი, ხოლო მეორე ფსიქოლოგიურად აშლილი ადამიანი, აქედან გამომდინარე, ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ,” ხაზგასმით აღნიშნა 29 წლის მამაკაცის ადვოკატმა.

“მე ვაწყდები კანიბალიზმის ნიშნებს ინფორმაციის ტელევიზიით გავრცელებისას. მესმის, რომ რაღაც უნდა აჩვენოთ ახალ ამბებში, მაგრამ სურათებისა და უზუსტობების გავრცელება, რომ ეს იყო ოჯახი, სადაც დედა-შვილი მუდმივად ჩხუბობდა ან მოხდა ფიზიკური ძალადობა და სიკვდილამდე მიყვანა, უბრალოდ, უზუსტობაა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

ჩემი კლიენტი, ზოგადად, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს და როგორც ჩანს, იმ დროს მოხდა რაღაც “აფეთქება” მის ტვინში. დეტალებს პროკურატურა არკვევს, მაგრამ სავარაუდოდ, მისი არაადეკვატური ქცევა გამომდინარეობს იქიდან, რომ იმ დროისთვის არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი წამლები. მას არ აქვს გაცნობიერებული, რომ საკუთარი დედა მოკლა,” ამბობს ის.

29 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროისთვის ფსიქიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიებას თესალონიკის უშიშროების დეპარტამენტი აწარმოებს.

onalem

ტესტ