fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკი ალბანეთში ბერძნულ უმცირესობებს შეხვდა – პრემიერს ადგილზე ედი რამამ უმასპინძლა

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი ალბანეთში იმყოფება, სადაც ბერძნულ უმცირესობებს შეხვდა, მიცოტაკის ადგილზე ედი რამამ უმასპინძლა. ის პირველი პრემიერია, რომელიც დერვიცანის გარდა, ხიმარასაც ეწვია.

“მე დაგპირდით, რომ წლის ბოლომდე მოვიდოდი თქვენთან და ავასრულე კიდეც. დღეს აქ ვარ, თქვენს გვერდით, ამ ემოციურ მომენტში. არ შემიძლია არ გავიხსენო ფაქტი, რომ ზუსტად 31 წლის წინ, 1991 წლის დეკემბერში მამაჩემი, კონსტანტინოს მიცოტაკი აქ იმყოფებოდა. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ალბანელი ხალხის წარმოუდგენელი ჩაგვრის რეჟიმი დაინგრეოდა. იმ დროს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პერსპექტივები ძალიან პოზიტიური იყო. მაშინ მამაჩემმა თქვა და მეც გავიმეორე ლივადიაში, რომ: “ბერძნული უმცირესობები არის მეგობრობის ხიდი ორ სახელმწიფოს შორის.” ეს სიტყვები რამდენად მართალიც იყო 31 წლის წინ, ისევე მართალია ახლაც.

მინდა იცოდეთ, რომ ედი რამასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და ჩვენ ვიცით ის საკითხები, რომლებიც გაწუხებთ. მჯერა, რომ შეგვიძლია დავიწყოთ და გადავჭრათ ეს პრობლემები, თანამშრომლობის სულისკვეთებითა და კეთილგანწყობით. საბერძნეთის სახელმწიფო მუდმივად დაუჭერს მხარს ალბანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ბერძნებს და ეს ყველაფერი ერთგვარ გარანტიად უნდა ჩათვალოთ.

რაც შეეხება ალბანეთის ევროპაში სრულ ინტეგრაციას, ეს გზა არ იქნება ადვილი. მაგრამ ამ გზაზე საბერძნეთი მას მუდმივად დაუჭერს მხარს, ვინაიდან ეს ქვეყანა იმსახურებს იყოს ევროპის წევრი, თქვენ მუდმივად გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა.

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ თქვენზე და ყველაფერს გავაკეთებთ, თქვენს დასახმარებლად,” მიმართა მიცოტაკიმ ბერძნებს, რომლებიც ალბანეთში არიან იმიგრირებულები.

onalem

ტესტ