fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

“ჩვენ გვავიწყდება მთავარი რამ… უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს, ვირუსი გვქონდეს” – ალკივიადის ვატოპულოს

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ ვითარება არ სტაბილურდება. აქედან გამომდინარე ექსპერტები მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ალკივიადის ვატოპულოსი იმასაც კი აცხადებს, რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს, ვირუსის მატარებლები ვიყოთ.

“საბერძნეთში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და ახლაც, ასე თუ ისე, კარგად მივდივართ. მიუხედავად ამისა, გვავიწყდება მთავარი რამ. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს, კორონავირუსის მატარებლები ვიყოთ. უნდა ვატაროთ პირბადე სწორად. 

კოზანი რამდენიმე დღის წინ საფრთხის შემცველი რეგიონების რუკაზეც არ იყო და ახლა წითელ ზონაშია. ვირუსი არის მთელ საბერძნეთში. 

ამ ეტაპისთვის ინფიცირებულთა 25-40% არის უსიმპტომო, რის გამოც, ფიზიკურად შეუძლებელია ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ვირუსი აქვთ.”

ამრიგად, ასიმპტომატური პაციენტების რიცხვი იმდენად დიდია, რომ ვირუსის გავრცელება შეიძლება სრულიად უკონტროლო გახდეს, თუკი მოსახლეობა პირბადეებს სწორად არ გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ ის უნდა ფარავდეს პირსა და ცხვირს და პირბადის ტარება მხოლოდ ნიკაპსა და პირზე არის არასწორი.

onalem

ტესტ