fbpx
საზოგადოება

“თმის წითლად შეღებვაში იმდენი ფული გადამიხადეს, რომ სახლი ვიყიდე” – ვიკი კაია

მოდის ბერძნული რეალითი შოუს “საბერძნეთის მომავალი ტოპ მოდელის”, GNTM-ის ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა და ცნობილმა მოდელმა, ვიკი კაიამ, ტელეკომპანია STAR-ის გადაცემაში თავის გამოცდილებაზე ისაუბრა.

შოუში მონაწილე ორ გოგონას თმა ძალიან მოკლედ შეჭრეს, რის გამოც ორივე მათგანმა იტირა და ეს ცვლილება საკმაოდ რთული გადასატანი აღმოჩნდა მათთვის.

ამ თემაზე კაიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაღებისთვის თმა წითლად უნდა შემეღება. ამ ცვლილებაში იმდენი ფული გადამიხადეს, რომ პირველი სახლი შევიძინე. ფიქრობთ, რომ თმის გამო ვიტირებდი?! არსებობს კიდეც ასეთი ფოტო, სადაც წითელი თმა მაქვს და საერთოდ ვერ მიცნობთ,” ამბობს მოდელი.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედარება მაინც და მაინც ვერ იქნება კარგი პასუხი ამ თემაზე, რადგან გოგონებს თმა ბიჭურად შეჭრეს, ხოლო ფერის ცვლილება ბევრად ადვილად აღსაქმელია და ცხადია, შესაძლებელია ძველი ფერის ნებისმიერ დროს დაბრუნება.

onalem

ტესტ