fbpx
საბერძნეთი

26 იანვარს ზოგადი უქმე დღე ატიკაში – როგორ მოძრაობს საჯარო ტრანსპორტი?!

დღეს, 26 იანვარს, ატიკის რეგიონში კვლავ უქმე დღეა. მიუხედავად იმისა, რომ მზიანი ამინდია, თოვლისგან გამოწვეული პრობლემები ბევრ გზაზე ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, რის გამოც, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა საჯარო და კერძო სექტორის მუშაობა ორი დღით.

როგორ მუშაობს ტრანსპორტი?

აღნიშნული საკითხი კვლავ საკმაოდ რთულია. ბევრ უბანში აღდგა ტროლეიბუსებისა და ავტობუსების მოძრაობა, ფაქტობრივად, საუბარია გზებზე, რომლებიც უკვე მშრალია და გადაადგილების პრობლემა არ ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ყველა მათგანის მოძრაობის შესახებ, რადგან ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში პრობლემები ისევ არსებობს.

როგორც ΟΑΣΑ აცხადებს, მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი გზებზე და ავტობუსები და ტროლეიბუსები აღადგენენ მოძრაობას იქ, სადაც ამის საშუალება იქნება, ყოველ შემთხვევაში, მოხდება მარშრუტების კორექტირება.

რაც შეეხება მეტროს, ჩვეულ რეჟიმში მოძრაობს მე-2 და მე-3 ხაზი, ხოლო 1-ლი ხაზი, ილეკტრიკო, ამ დროისთვის მოძრაობს მხოლოდ პირეა-ირინის მარშრუტით. როგორც ირკვევა, შუადღემდე გაიხსნება კიფისიის მიმართულებით სხვა სადგურებიც.

აღსანიშნავია, რომ მეტრო “პალინისა” და “კანძას” სადგურებში გაჩერების გარეშე ჩაივლის, რადგან ეს სადგურები დაკეტილია.

onalem

ტესტ