fbpx
საბერძნეთი

კრეტელმა მამაკაცმა ცოლს საჭმელი თავზე დაასხა, რადგან უმარილო იყო – მას 11 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ ირაკლიოში მოხდა. მამაკაცმა საკუთარ ცოლს საჭმლით სავსე თეფში თავზე დააცალა, რადგან როგორც განაცხადა, არ მოეწონა, მარილის ნაკლებობის გამო.

33 წლის ქალმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და განმარტა, რომ ამ ყველაფერს შეესწრო მისი ორი არასრულწლოვანი შვილიც. მისმა ქმარმა, მას შემდეგ, რაც საჭმელი თავზე დაასხა, თეფშიც იატაკზე დაანარცხა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო.

46 წლის მამაკაცს აღნიშნულ საქმეზე ირაკლიოს სასამართლომ 11 თვიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა. ქალმა თავის ჩვენებაში ისიც თქვა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ქმრისგან ხშირად ხდებოდა სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი.

 

onalem

ტესტ