fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

გამოიკვეთა “წითელი ზონები” – საბერძნეთში დღევანდელი მონაცემები კვლავ კრიტიკულია

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვალება ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების ტენდენცია არ იკლებს და იგივე “წარმატებით” გრძელდება. სწორედ ამიტომ აღნიშნა გუშინ სოტირის ციოდრასმა, რომ მომდევნო ორ კვირაში საბერძნეთში ეს მაჩვენებლები აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ქვეყანა უნდა გადავიდეს აღნიშნული, მძიმე შედეგების მომასწავებელი კურსიდან.

დღესაც გამოიკვეთა ე.წ. “წითელი ზონები”, რომლებშიც ყველაზე მეტი ადამიანი დაავადდა ახალი ტიპის კორონავირუსით. ეს ზონებია ატიკა და თესალონიკი, სადაც დღეს 22-22 შემთხვევა დაფიქსირდა.

24 ადამიანს ვირუსი საბერძნეთის საზღვრის კვეთისას დაუდგინდა, დანარჩენები კი ნაწილდება იმათიას, არკადიას, როდოსის, ევროსის, კავალას, ლარისას, კასტორიას, კერკირას, კოზანის, პელას, ხალკიდიკის, კიკლადესის, ხანიას ტერიტორიებზე.

როგორც ვხედავთ, ვირუსმა თითქმის ყველა რეგიონში მოიკიდა ფეხი და ამ ეტაპზე მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილე მოეთხოვება.

onalem

ტესტ