fbpx
მსოფლიო

კატასტროფა ლიბანში – ხუთი დაშავებული ბერძენიდან ორი სიკვდილს ებრძვის

4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მასშტაბური აფეთქება მოხდა, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა.

ძლიერი აფეთქების გამო პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა, დაშავებულთა დიდი ნაკადის გამო კი საავადმყოფოები გადაიტვირთა.

ირკვევა, რომ დაღუპულთა შორის არის ერთი ქალბატონი ბეირუთის ბერძნული დიასპორიდან, ხოლო დაშავებულთა შორის საბერძნეთის კიდევ ხუთი მოქალაქეა. მედია იუწყება, რომ მათგან ორის მდგომარეობა უმძიმესია და სიკვდილს ებრძვიან.

ამ ეტაპზე არსებული ცნობით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 113-მდეა გაზრდილი.  ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად სულ მცირე, 4 000 ადამიანი დაშავდა.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ამონიუმის ნიტრატის დიდი მარაგი გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარეობს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის სახლიც.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება მოჰყვა ხანძარს, რომელიც ფოიერკვერკებით სავსე ადგილას გაჩნდა. აფეთქების დაზიანებულია შენობები.

ლიბანის ხელისუფლება მსხვერპლის ზრდას ელოდება, ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. შენობების ნანგრევებში ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ. საავადმყოფოები გადავსებულია დაშავებულები მოსახლეობით.პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას ექიმები ქუჩებში უწევენ.

“ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანი მოდის, სამაშველო ჯგუფებს მათი ახლობლების შესახებ ეკითხება. ღამით სამძებრო სამუშაოები გაძნელდა, არ არის ელექტროენერგია. ჩვენ რეალური კატასტროფის წინაშე ვართ. დრო გვჭირდება ზარალის შესაფასებლად”, – განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამად ჰასანიმ.

საბერძნეთმა ლიბანში უკვე გააგზავნა დახმარება და 12 მაშველი და კიდევ ერთი სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი ადგილობრივებს მაქსიმალურად დაეხმარება ხალხის პოვნაში. როგორც ოფიციალური ათენი აცხადებს, თუკი საჭირო იქნება კიდევ სხვა სახის დახმარება, ისინი ყველაფრისთვის მზად არიან.

onalem

ტესტ