fbpx
მსოფლიო

მოგზაურობა კოვიდ-სერთიფიკატით მინიმუმ 2023 წლამდე – რას განიხილავს ევროკომისია?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ევროკომისია განიხილავს საკითხს, რომ ევროკავშირის მასშტაბით კოვიდ-სერთიფიკატებით მოგზაურობის ვალდებულება შენარჩუნდეს კიდევ მინიმუმ 1 წლით.

გამომდინარე “ომიკრონის” შტამის გავრცელების აქტიურობიდან, ევროკომისია თვლის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ საკმაო ხნის მანძილზე უნდა შეინარჩუნონ გარკვეული პროტოკოლი და უსაფრთხოების წესები. აქედან გამომდინარე, არსებული იდეის მიხედვით, შესაძლოა 2023 წლის აგვისტომდე სავალდებულო იყოს კოვიდ-სერთიფიკატის ფლობა, მოგზაურობის დროს.

ექსპერტების ცნობით, ჯერჯერობით შეუძლებელია ზუსტი პროგნოზების გაკეთება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პანდემიის კურსი, ვინაიდან არ გამორიცხება ახალი შტამების გაჩენა. გამომდინარე იქიდან, რომ არავინ იცის, რა ძალა და თავისებურებები ექნება ახალ შტამებს, გაჩენის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნები ამჯობინებენ, რომ ზედმეტი თავისუფლება არ დაუშვან, მიმოსვლის თვალსაზრისით.

 

onalem

ტესტ