fbpx
მსოფლიო

უმძიმესი კადრები ალბენთიდან: როგორ ამოჰყავთ 5 წლის გოგონა ნანგრევებიდან

ალბანეთის მიწისძვრა მსოფლიო მედიის განხილვის თემაა. 6.4 ბალიანმა ბიძგებმა თითქმის ყველაფერი გაანადგურა, ნანგრევებში მოჰყვა ხალხი, რომელთა ამოყვანასაც მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ.

ვრცელდება მასალა, რომელზეც ასახულია მძიმე კადრები, როგორ ამოჰყავთ 5 წლის გოგონა, რომელიც ისეთ მდგომარეობაშია, რომ დაუფარეს სახეც და ტანიც. უცნობია, ცოცხალია თუ არა ის, მაგრამ ამოყვანის შემდეგ პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხალხის ჩვენებები, რომლებიც სხვებს ეხმარებოდნენ, შემაშფოთებელია. როზინა მირტა, რომელიც ჩამონგრეული კორპუსიდან 20 მეტრის დაშორებით ცხოვრობს, ამბობს, რომ ნგრევის დროს ხალხის განწირული ყვირილი ესმოდა.

ირაკლი სიმონი მიწისძრის ეპიცენტრთან მდებარე სოფელში ცხოვრობს და როგორც კი მიხვდა, ხალხი დიდ გასაჭირში იყო, მაშინვე მათ დასახმარებლად წავიდა.

კლევის კარა, რომლის სახლსაც არაფერი დამართვნია, ამბობს: “მიწისძვრის შემდეგ გავიგე შენობის ჩამონგრევის ხმა. შვილი ავიყვანე და გარეთ გამოვედი. ჩამონგრეულ კორპუსში გარდაცვლილი ქალი დავინახე. ზუსტად 10 წუთის შემდეგ კი მეორე შენობაც დაინგრა. დღეს ჩვენ გარეთ ვიძინებთ.”

 

onalem

ტესტ