fbpx
მსოფლიო

თურქეთში თვითმფრინავი ბილიკიდან გადავიდა და სამად გაიყო – ამ დროს შიგ 177 მგზავრი იმყოფებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლში, Sabiha Gokcen-ის აეროპორტში თვითმფრინავი დაჯდომის შემდეგ სამად გაიხლიჩა.

როგორც ირკვევა, ხომალდი სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ სამად გაიყო. Pegasus-ის თვითმფრინავს ცეცხლიც გაუჩნდა და სასწრაფოდ დაიწყეს მგზავრების ევაკუაცია.

მედია იუწყება, რომ სავალი ბილიკი ძლიერი წვიმის გამო ცურავდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა და შიგ მჯდომი 177 მგზავრი, ფაქტობრივად, სასწაულით გადარჩა.

ცხადია, არიან დაშავებულები. წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 120-მდე მათგანს აღენიშნება დაზიანებები.

onalem

ტესტ