fbpx
მსოფლიო

ქალმა, რომელიც 14 წელია კომაშია, რამდენიმე დღის წინ იმშობიარა – პოლიცია მოძალადეს ეძებს

ქალი, რო­მე­ლიც სან კარ­ლო­სის აპა­ჩის ტო­მის წევ­რია, უკვე 10 წელ­ზე მე­ტია კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ცოტა ხნის წინ არი­ზო­ნას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­შო­ბი­ა­რა. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ტო­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.

„რო­დე­საც შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, რო­დე­საც ის მთლი­ა­ნად სხვებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, ენ­დო­ბი მის მომ­ვლე­ლებს,“ – აღ­ნიშ­ნა ტერი რამ­ბლერ­მა.

ფე­ნიქსში მდე­ბა­რე ჰა­სი­ენ­დას პა­ლი­ა­ტი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ პო­ლი­ცია იქ მო­მუ­შა­ვე მა­მა­კა­ცე­ბის დნმ-ს ამოწ­მებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს კი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­უვრცე­ლე­ბი­ათ.

ქალი კო­მა­ში უკვე 14 წე­ლია იმ­ყო­ფე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კი 10 წლის წინ მო­ა­თავ­სეს. მან 29 დე­კემ­ბერს იმ­შო­ბი­ა­რა. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბას CNN არ ასა­ჯა­რო­ებს.

„ოჯა­ხი აღ­შფო­თე­ბუ­ლია, მათ­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი ტრავ­მაა – ქა­ლიშ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს,“ – გა­ნა­ცხა­და ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ჯონ მა­იკლსმა.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვზე ოჯა­ხი იზ­რუ­ნებს და ის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნებ­თან გა­იზ­რდე­ბა.

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მომ­ხდარს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტად აფა­სე­ბენ და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ბილ ტი­მონ­სი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

onalem

ტესტ