fbpx
კრიმინალი

ათენი: ბერძნული “ნიჭიერის” მონაწილე საკუთარ ოჯახს ბენზო ხერხით დაესხა თავს

საზოგადოებაში შოკი გამოიწვია გავრცელებულმა ამბავმა, რომ რამდენიმე დღის წინ, ათენში, კერძოდ, ილიუპოლის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის მთავარი გმირი ის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც საბერძნეთის “ნიჭიერის” სცენაზე ვიხილეთ.

როგორც ცნობილი გახდა, “შავი სიმართლე”, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებდა, 47 წლის არის და 2018 წელს შოუში მიიღო მონაწილეობა. ოთხი დღის წინ კი ილიუპოლში დის მოკვლას ბენზო ხერხის გამოყენებით ცდილობდა, თუმცა, პოლიციამ დროულად დააკავა.

როგორც მისი 50 წლის და ამბობს, მუდმივად შიშში ცხოვრობდა და მისგან თავის დაცვას ცდილობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 47 წლის მამაკაცი მანამდე ბიძასაც დაესხა თავს, რომელიც იგივე კორპუსის 0 სართულზე ცხოვრობს, სადაც მისი და.

 

onalem

ტესტ