fbpx
კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში: სახლში ძარცვის მიზნით შეჭრილმა 35 წლის მამაკაცმა ნათლიის მეუღლე მოკლა

81 წლის მამაკაცის სხეული მეხანძრეებმა მაშინ იპოვეს, როცა სახლში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. ტრაგედია პერამაში დატრიალდა და როგორც ირკვევა, მსხვერპლი მკვლელის ნათლიის მეუღლეა და ისინი, ცხადია, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მოხუცის სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა. მისთვის ცნობილი იყო, რომ მარტო ცხოვრობდა და გადაწყვიტა გაეძარცვა. ის სახლში მაშინ შევიდა, როცა მამაკაცი ადგილზე არ იმყოფებოდა და მაშინვე ფულისა და ძვირფასეულობის ძებნა დაიწყო. ირკვევა, რომ სწორედ ამ დროს დაბრუნდა მოხუცი სახლში, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

35 წლის მამაკაცმა მას ბასრი საგნით (სავარაუდოდ, დანით) სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა, რათა საკუთარი დანაშაული და ყველანაირი კვალი დაეფარა. მიუხედავად ამისა, ის ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.

პოლიციის ცნობით, ბრალდებულს ადრეც ჰქონია სამართალდამცავებთან შეხება, ვინაიდან ბრალად ედებოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, ძარცვა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.

81 წლის მამაკაცის მეუღლე მკვლელის ნათლია იყო.

onalem

ტესტ