fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

რა უნდა გააკეთონ მათ, ვინც ათენის ცენტრში ცხოვრობს?! – ვითარება უარესდება

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის სკოლის პროფესორი, ალკივიადის ვატოპულოსი მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

როგორც უკვე ცნობილია, ატიკის რეგიონში კორონავირუსი აქტიურად ვრცელდება და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ათენის ცენტრს.

ათენის ცენტრში მაცხოვრებელ ადამიანებს მოვუწოდებ, რომ აქტიური გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ანუ ნუ გავლენ გარეთ, თუკი ეს არ არის ძალიან აუცილებელი და არ უკავშირდება სამსახურს ან გადაუდებელ მიზეზს. ხოლო ყოველი სახლში დაბრუნების შემდეგ გულდასმით დაიბანეთ ხელები. 

აუცილებლად ატარეთ პირბადე! ეს ჩვენ გვიცავს!

მოვუწოდებ მოხუცებსაც, რომელთაც ქალაქის ცენტრში აქვთ გარკვეული საქმეები, რომ გავიდნენ მაშინ, როდესაც არ არის პიკის საათები.

ამ ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს, ასეთია ათენის ცენტრი, იქ გროვდება ადამიანების დიდი რაოდენობა, რაც შესაბამისად შეიცავს საფრთხეებსაც.

საფრთხეები არსებობს კაფე-ბარებშიც, ასევე, იმიგრანტებს შორის, რომლებსაც ვიწრო სივრცეში უწევთ ცხოვრება და დისტანციის დაცვა ფიზიკურად შეუძლებელია. ასევე, უნდა მოვუწოდოთ ხალხს, რომ სკვერებში და პარკებში არ შეიკრიბონ,” აცხადებს ვატოპულოსი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალი უკვე განიცდის დიდ ზეწოლას და ისინი ამაზე საუბრობენ კიდეც. რეანიმაციული განყოფილებები, სადაც გამოყოფილია მართვითი სუნთვის აპარატები, თითქმის გადავსებულია. ექთნები აცხადებენ, რომ არ უნდათ დაემსავსონ იტალიას, სადაც ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა წარმოუდგენელი იყო.

ატიკის რეგიონში მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა გაორმაგებულია.

onalem

ტესტ