fbpx
საბერძნეთი

“ვცურავთ ტალახში, მძიმეა, ვერ პოულობდე შენს ადამიანს, რომ დამარხო ის” – დატბორილი კარდიცა და სასოწარკვეთილი მოსახლეობა

კარდიცას ციკლონმა “იანოსმა” დიდი ზარალი დაუტოვა. დატბორილია სახლები, მაღაზიები, განადგურებულია მანქანები, სამ ადამიანს წყალდიდობა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ხოლო მეოთხეს, 43 წლის ევდოკია პლაკიას, ამ დრომდე ვერ პოულობენ.

აკის ლაბონიკოსი, რომელიც კარდიცას მაცხოვრებელი და ამავე დროს ფოტოგრაფია, ტელეკომპანია Mega-სთან მომხდარის გამო დიდ მწუხარებას გამოხატავს:

“ქალაქის ცენტრში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. დიდი ზარალი მივიღეთ. ვართ მარტო და ვცურავთ ტალახში.”

რაც შეეხება 43 წლის ქალს, მას მუზაკის ტერიტორიაზე ამ დრომდე ეძებენ და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მდინარეს, რომლის ხიდზეც ბოლოს, სავარაუდოდ, მისი მანქანა იყო.

“ძალიან მძიმეა ვერ პოულობდე შენს ადამიანს, იმისთვისაც კი, რომ დამარხო,” ამბობს მოხალისეთა ჯგუფის პრეზიდენტი, სპიროს მიტრიცაკისი.

onalem

ტესტ