fbpx
საბერძნეთი

ტორნადო საბერძნეთში: დაშავებულია ტურისტი, რომელის კარავსაც ორი ხე დაეცა

გავრცელებული ინფორმაციით, ილიასის ტერიტორიაზე, კერძოდ, ზახაროს მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 04:00 საათზე თავს ტორნადო დაატყდა.

ირკვევა, რომ თავდაპირველად დაიწყო ძლიერი წვიმა, რასაც შემდეგ ტორნადოს ფორმირება მოჰყვა და ფაქტობრივად, გარშემო ყველაფერი წალეკა.

Protothema.gr-ის ცნობით, ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ინგლისელი ტურისტები, რომლებიც კარვებში ცხოვრობდნენ. რამდენიმე მათგანმა წასვლა გადაწყვიტა, ვინაიდან ამინდის გაუარესების შეეშინდათ.

ერთ-ერთი ინგლისელი კარავში დარჩა, რომელსაც რამდენიმე ხანში ორი ნაძვი დაეცა. ტურისტს დაზიანებები აქვს მიღებული ფეხის არეში და აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

 

onalem

ტესტ