fbpx
ჯანმრთელობა

ბრძოლა კორონავირუსთან საბერძნეთში – რას გვიგზავნის სახელმწიფო?!

საბერძნეთის მთავრობამ ახალი გეგმა შეიმუშავა კორონავირუსთან საბრძოლველად. აუცილებელია, რომ ამაღლდეს ცნობიერების დონე, რისთვისაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ როგორ მოიქცეს სიმპტომების ქონის შემთხვევაში და ზოგადად ის, თუ რას წარმოადგენს ვირუსი.

ამრიგად, საბერძნეთის მოქალაქეები და ის ემიგრანტები, რომელთაც აქვთ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, საკუთარ e-mail-ზე მიიღებენ 15 შეკითხვას და 15 პასუხს, რომელიც ვირუსთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალურია.

აღნიშნული ინფორმაციის გადაგზავნა მოხდება მილიონობით e-mail-ზე, რომელიც მოსახლეობას TaxisNet-ში აქვს მითითებული.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საბერძნეთში მხოლოდ 7 ადამიანია ინფიცირებული, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ