fbpx
საბერძნეთი

ლესვოსთან ემიგრანტებით სავსე ნავი ამობრუნდა: დაღუპულია 1 ბავშვი

ბერძნულმა მხარემ ხალხის წყლიდან ამოყვანა მოახერხა, თუმცა, ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით თურქული სანაპიროდან მომავალი ნავი, რომელზეც 48 ემიგრანტი იმყოფებოდა, კუნძულ ლესვოსის წყლებში ამობრუნდა. ვიდრე სანაპირო დაცვა ნავს მიუახლოვდებოდა და ხალხს კუნძულზე აიყვანდა, ნავი სწორედ მაშინ ამობრუნდა.

ბერძნების ტიტანული შრომის შედეგად წყლიდან 47 ადამიანის უვნებლად ამოყვანა მოხერხდა, თუმცა, ერთი ბავშვი მიტილინის საავადმყოფოში გონებადაკარგული მიიყვანეს. სამწუხაროდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო და ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს.

როგორც ბერძნული მხარე აცხადებს, თურქეთი არ ერიდება იმიგრანტების საბერძნეთისკენ გამოგზავნას, მიუხედავად იმ დიდი რისკებისა, რომლებიც არსებობს. ამასთანავე, თურქეთის პოზიციით, თავად ბერძნები არიან ადამიანების სიცოცხლეთა მიმართ ინდიფერენტულები.

onalem

ტესტ