fbpx
საბერძნეთი

31 იანვრიდან შეზღუდვების შემსუბუქება საბერძნეთში: ნახეთ, რა აღარ იკრძალება ხვალიდან?!

ხვალიდან, 31 იანვრიდან, საბერძნეთში შეზღუდვები ნაწილობრივ მსუბუქდება. სარესტორნო სფეროს დაწესებულებებში: კაფე-ბარები, ტავერნები, რესტორნები, იხსნება მუსიკის აკრძალვა, შესაბამისად, ყველა ეს დაწესებულება ორშაბათიდან მუშაობას მუსიკის თანხლებით შეძლებს.

ასევე, იხსნება სარესტორნო სფეროს დაწესებულებათა ღამის 12 საათზე დაკეტვის ვალდებულება, ისინი იმშავებენ იმ გრაფიკით, რასაც ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კვლავ ძალაში რჩება მოედნებზე მაყურებელთა მხოლოდ 10%-ის დაშვების წესი, პირბადის ყველგან ტარებისა და ორმაგი პირბადის ტარების ვალდებულება საჯარო ტრანსპორტსა და სუპერმარკეტებში.

თანოს პლევრიმ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატები, რომლებიც 1 თებერვლიდან ვადაგასულებად ჩაითვლებოდა, მე-3 დოზის მიუღებლობის გამო, ძალაში დარჩება 7 თებერვლამდე, ვინაიდან უამინდობის გამო ბევრი ვიზიტი გაუქმდა.

საუბარია იმ ადამიანების სერთიფიკატებზე, რომელთაც ვაქცინის მეორე დოზა 7 თვის წინ მიიღეს და მე-3 დოზის გაკეთების გარეშე, არსებული კანონის მიხედვით, დოკუმენტი უუქმდებოდათ.

onalem

ტესტ