fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

49 წლის წინანდელი არასასურველი ქორწინება – არისტოტელე ონასი და ჟაკლინ კენედი

საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი ქორწინება 49 წლის წინ შედგა. წყვილი ცნობილი ბიზნესმენი არისტოტელე ონასი და ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ჟაკლინ (ჯეკი) კენედი იყვნენ. ეს იყო ქორწინება, რომელმაც შოკი გამოიწვია არა მხოლოდ ბერძნულ არამედ ამერიკულ საზოგადოებაშიც.

წყვილი ონასის კერძო კუნძულზე, სკორპიოსზე შეუღლდა. ეს იყო ზღაპრული ქორწილი. თუმცა, ადამიანები, რომელთაც ჟაკლინი უყვარდათ, შეშფოთებულები იყვნენ, ვინაიდან ის 39 წლის იყო, ონასი კი 62.

1963 წელს ჯეკის ნაადრევად დაბადებული ვაჟი გარდაეცვალა და საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. ამიტომ ის მისმა დამ სამოგზაუროდ საბერძნეთში წაიყვანა. სწორედ აქ გაიცნო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი.

მისი მეუღლის მკვლელობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა, ვინაიდან თვლიდა, რომ თუ ისინი კენედებს კლავდნენ, მაშინ მომდევნო სამიზნე მისი შვილები იყვნენ. მას ქალ-ვაჟი ჰყავდა.

1968 წლის 20 ოქტომბერს კი ის ცოლად ონასის გაჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეკისთვის ონასისზე ქორწინება ერთგვარი რეპუტაციის შემლახველი ფაქტორი იყო, ვინაიდან ცნობილი ბიზნესმენი საზოგადოებაში მოწონებას არ იმსახურებდა, მან ეს ნაბიჯი გადადგა.

მოგვიანებით კი ჯეკის ბიძაშვილი, ჯონ დევისი აღწერდა, თუ რა მკვეთრი ცვლილება გამოიწვია ქალის ცხოვრებაში ახალი ოჯახის შექმნამ. ის ბედნიერი, ლაღი გახდა და მისი სიმარტოვე გაქრა.

თუმცა, არსებობდა ჭორები, რომ რომ არა ბობი კენედის (ჯონ კენედის ძმის) მკვლელობა, ჯეკი ონასისზე არასოდეს დაქორწინდებოდა.

onalem

ტესტ