fbpx
საბერძნეთი

600 ევრომდე კომპენსაცია მათ, ვისაც უამინდობის გამო დენი გაეთიშათ – როგორ ვაკეთებთ განაცხადს?!

მოქალაქეებს, რომლებსაც საბერძნეთში გაუარესებული ამინდის პირობებში ელექტრო ენერგია გაეთიშათ, ასევე მათ, ვისაც დაუზიანდათ ელექტროტექნიკა, შეუძლიათ, რომ კომპენსაცია მოითხოვონ. პროცედურა ΔΕΔΔΗΕ-ს ვებ-გვერდის საშუალებით ხორციელდება და კომპენსაციის რაოდენობამ შესაძლოა 600 ევროს მიაღწიოს.

კერძოდ, განაცხადი კეთდება შემდეგ მისამართზე: https://apps.deddie.gr/ccrWebapp/newccticket.html

ვებ-გვერდზე შესვლისას ვირჩევთ კატეგორიას “αιτημα επικοινωνιας”, ხოლო შემდეგ ქვემოთა გრაფაში, “αποζημιωσεις”.

შემდეგ უკვე ავსებთ თქვენს მონაცემებსა და საცხოვრებელ მისამართს.

აუცილებელია იცოდეთ, რომ უნდა იყოთ ΔΕΔΔΗΕ-ს განკარგულებაში მინიმუმ ორი დღის მანძილზე, რადგან მოხდება მონაცემების გადამუშავება, იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ დაზიანებული ტექნიკა, მათი შემოწმებაც, რათა დადასტურდეს და განისაზღვროს კომპენსაციის რაოდენობა. ასევე, უნდა მიაწოდოთ თქვენი ბანკის ანგარიში, თანხის ჩარიცხვისთვის. აღნიშნულს თავად მოითხოვენ, დაკავშირების შედეგად.

გადაწყვეტილების მიღება ხდება განაცხადის გაკეთებიდან 15 დღის ვადაში, ხოლო მას შემდეგ, რაც მიიღება გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფომ გადმოგცეთ კომპენსაცია, თანხა 1 თვის ვადაში ჩაირიცხება თქვენს ანგარიშზე.

*განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ბუღალტერსაც.

onalem

ტესტ