fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ემიგრანტმა ქალმა 3 და 6 წლის ბავშვები მანქანაში ჩაკეტა, რადგან სახლის საქმეებში ხელს უშლიდნენ

არასრულწლოვანთა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების კიდევ ერთი ინციდენტი დაფიქსირდა თესალონიკში, კალამარიას ტერიტორიაზე. 36 წლის ქალმა, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება, თავისი 3 და 6 წლის ბავშვები მანქანაში ჩაკეტა.

ბავშვები მეზობლებმა შენიშნეს და ვინაიდან მანქანაში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდნენ, პოლიციაში დარეკეს. ცალკე აღსანიშნავია ფაქტი, რომ მანქანაში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იყო, დედა კი, ბავშვებს საათების მანძილზე არ აქცევდა ყურადღებას.

ადგილზე მისულმა ოფიცრებმა სერბული წარმოშობის ქალს მომხდარის მიზეზი ჰკითხეს, მან კი უპასუხა, რომ სახლში დასუფთავებით სამუშაოებს ასრულებდა და ბავშვები ხელს უშლიდნენ. ამას გარდა, იფიქრა, რომ მათი მანქანაში ყოფნა უფრო უსაფრთხო იქნებოდა, ვიდრე სახლში, რომელსაც სადეზინფექციო საშუალებებით ასუფთავებდა.

36 წლის ქალი დააკავეს და არასრულწლოვანთა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ