fbpx
საზოგადოება

კადრები პანოს ნაცის გარდაცვალების ადგილიდან – მსახიობს ავარიისას შლემი ეხურა

ბერძნული მედია ახალგაზრდა მსახიობის, პანოს ნაცის გარდაცვალების ადგილიდან კადრებს ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ნაცის ავარიისას შლემი ეხურა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ დაეხმარა და სატვირთოსთან შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ავარია ერთ-ერთი მათგანის მიერ საგზაო წესის დარღვევას მოჰყვა, გზაჯვარედინზე რომელიღაც მძღოლმა (ან ნაციმ ან ნაგვის მანქანის მძღოლმა) არ გააჩერა ნიშანზე “STOP”, რასაც შეჯახება მოჰყვა და ნაცი საკმაოდ შორ მანძილზე გადავარდა, ბორდიურს შეასკდა და დაიღუპა.

კადრებიდან კარგად ჩანს, რომ მსახიობმა ადგილზე ბევრი სისხლი დაკარგა და მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს დაადგინოს, რომელმა მათგანმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესი.

onalem

ტესტ