fbpx
საზოგადოება

“იმიტომ არ იცრებოდა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყო” – 41 წლის სრულიად ჯანმრთელი ექიმი გარდაიცვალა

41 წლის კარდიოლოგის, პერიანდროს ხაძიიანის გარდაცვალების ამბავი ლარისაში ბომბივით გასკდა. ექიმი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და საჭირო გახდა, რომ მართვით სუნთქვაზე გადაეყვანათ, მდგომარეობის დამძიმების გამო. ყველა ფიქრობდა, რომ სიტუაციიდან მალე გამოვიდოდა, მაგრამ სრულიად მოულოდენლად გარდაიცვალა.

ხაძიიანის კერძო ოფისი ფარსალაში ჰქონდა, თუმცა, დაკეტილი იყო 1 სექტემბრიდან, ვინაიდან ექიმი ვაქცინირებული არ იყო და როგორც ჩანს, არც ჩქარობდა აცრას. მას არ ჰქონდა თანმდევი დაავადებები, იყო ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მუდმივად ვარჯიშობდა, არ ეწეოდა თამბაქოს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდა.

მისი მეგობარი ამბობს, რომ შეიძლება ექიმი აცრილი არ იყო, მაგრამ შეთქმულების თეორიებს არ ემხრობოდა. მხოლოდ იმიტომ არ იცრებოდა, რომ ვაქცინაციის ვალდებულებას არ ეთანხმებოდა და ელოდებოდა, რომ ვითარება, ამ მხრივ, შეცვლილიყო.

სამწუხაროდ, ხაძიიანი ვაქცინირებამდე დაინფიცირდა და მისი მდგომარეობა უმოკლედ პერიოდში დამძიმდა. ექიმის ოჯახი, კოლეგები და მეგობრები მომხდარით შეძრულები არიან.

onalem

ტესტ